„როდესაც პოლიტიკაში მოდიხარ, მთავარია შედეგი დადო და ხალხთან იყო პირნათელი პირველ რიგში, თორემ მერე ახსნა-განმარტება არავის სჭირდება, უბრალოდ აღარავინ გაპატიებს.
ტრიბუნიდან – ტრიბუნალამდეა ჩვენი მოძრაობა!
ჩვენ უნდა ვთქვათ ის სიმართლე, რაც ბოლო 30 წელია ჩვენს ქვეყანაში ხდება და რამაც ქართველი ადამიანი ასე დააბეჩავა.
რადგან ხალხს ნორმალური ცხოვრება უნდა და არა ის დაპირებები, რასაც ბოლო 30 წელია ვისმენთ, არა კლანური მმართველობა და ადამიანების ხარჯზე გამდიდრებული მცირე დაჯგუფეფების მიერ წილების გადანაწილების ყურება, თუ სმენა.
ამიტომ ჩვენს მოძრაობაში გელოდებით ყველას, ვინც თვლის, რომ ამ წლების განმავლობაში მომავალი მოგვპარეს. “
– ასე მიმართა პოლიტიკური მოძრაობის დავით ჭიჭინაძე- ტრიბუნა ლიდერმა მხარდამჭერებს ქუთაისში.
პოლიტიკური მოძრაობის, დავით ჭიჭინაძე – ტრიბუნა, დამფუძნებლები მხარდამჭერებთან შეხვედრა დაიწყეს.
პირველი შეხვედრა ქუთაისში. იმერეთის რეგიონის მხარდამჭერებთან შედგა.
შეხვედრის დასასრულს პოლიტიკური მოძრაობის ადგილობრივი დელეგატები აირჩიეს.