fbpx
5 September, Saturday, 2020
No Result
View All Result
ტრიბუნა დავით ჭიჭინაძე - პოლიტიკური მოძრაობა | Tribuna.ge

პოლიტიკური მოძრაობა დავით ჭიჭინაძე - ტრიბუნა

ტრიბუნა tribuna.ge დავით ჭიჭინაძე
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • პროგრამა
    • წესდება
    • სტრუქტურა
    • წევრები
    • ოფისები
  • მედია
    • ახალი ამბები
    • ვიდეო
    • პუბლიკაციები
    • ფოტო-გალერეა
  • კონტაქტი
  • კონფიდენციალურობა
ტრიბუნა დავით ჭიჭინაძე - პოლიტიკური მოძრაობა | Tribuna.ge
No Result
View All Result

მთავარი » ტყიბულელი მეშახტეების გაუსაძლისი პირობების და დღემდე მოუგვარებელი პრობლემების შესახებ პოლიტიკური მოძრაობის -ტრიბუნა – ლიდერი, დავით ჭიჭინაძე საუბრობს

ტყიბულელი მეშახტეების გაუსაძლისი პირობების და დღემდე მოუგვარებელი პრობლემების შესახებ პოლიტიკური მოძრაობის -ტრიბუნა – ლიდერი, დავით ჭიჭინაძე საუბრობს

27 September, 2019
in ახალი ამბები, პუბლიკაციები
Share on FacebookShare on Twitter

ნათია თურნავას კი არ უნდა აგზავნიდეს პრემიერი გახარია ტყიბულში პრობლემების მოსაგვარებლად, თავად უნდა ჩავიდეს ადგილზე, რადგან საქმე ჩვენი მოქალაქეების უფლებებს და შესაძლოა უკვე სიცოცხლესაც კი ეხება.
ან რა პრობლემებს მოაგვარებს მინისტრი თურნავა, რომელიც თავად იყო იმ პროცესების მონაწილე, რომლის მეშვეობითაც მოხდა ჯერ „თბილსრესის“ „გაკოტრება“ და შემდეგ შპს „ საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაციისთვის“ აუქციონის წესით გადაცემა, რომლის გენერალური დირექტორიც 2010-2012 წლებში სწორედ თურნავა იყო.
( არავისთვის უცნობი არ არის, რომ სს „თბილსრესის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ნათია თურნავა, ამასთან საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია, არის შპს „ ჰოლდინგი საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის“ შვილობილი კომპანია, რომლის დირექტორიც წლების განმავლობაში ყოფილი პრემიერი ბახტაძე იყო. )
აქვე ცნობისთვის, ქონება დაახლოებით 200 000 000 ლარად იყო შეფასებული,
„ საერთაშორისო ენერგეტიკულმა კორპორაციამ“ კი, მხოლოდ შვიდ მილიონ ლარად იყიდა. ანუ, გადაიხადა იმდენი, რამდენიც დაფარა ჯართის რეალიზაციიდან ამოღებულმა თანხამ და იმ მიწის ფართობების ღირებულებამ რომლებიც არ ემსახურებოდა ენერგო საქმიანობას.
სამეურვეო ქონების გადაცემის შემდგომ, კორპორაციას შესასრულებლად განესაზღვრა ვალდებულება, არაუგვიანეს 2013 წლის 31 დეკემბრამდე
სს „თბილსრესის“ ტერიტორიაზე აეშენებინა 100-150 მგვტ. სიმძლავრის ნახშირზე მომუშავე თბოსადგური, რაც დღემდე არ განხორციელებულა.

ამასთან, 2012 წლის ოქტომბრის არჩევნების შედეგების გამოცხადებისთანავე, რამდენიმე დღეში, ფორსირებულ რეჟიმში მოხდა საგადასახადო შეთანხმების მოთხოვნის წარდგენა და 2012 წლის 11 ოქტომბერს შეთანხმების გაფორმება შპს საერთაშორისო ენერგეტიკულ კორპორაციასთან და შპს „ ჰოლდინგი საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფთან 100-100 ათას ლარზე 2006-2012 წლების საანგარიშო პერიოდზე! (მაშინ როდესაც სხვა ფირმები თვეობით და წლობით ელოდებოდნენ საკითხის განხილვას) აღსანიშნავია, რომ შეთანხმების მოთხოვნაში არ დაფიქსირებულა რა შეუსრულებელი ვალდებულების თანხაზე ითხოვდნენ შეღავათს, არ მომხდარა ვალდებულების განსაზღვრა, დარიცხვა, ან დამალული გადასახადის ოდენობის მითითება. ამ შეთანხმებით სახელმწიფოს რეალური მდგომარეობის შესწავლისა და სავარაუდო დამნაშავე პირების გამოვლენის შესაძლებლობა განზრახ მოუსპეს.

და რაც ასევე უმთავრესია, ქ. თბილისის პროკურატურაში ჯერ კიდევ მიმდინარეობს გამოძიება ჰოლდინგ „საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის“ ხელმძღვანელების მიერ საზოგადოების სახელითა და მის სასარგებლოდ უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის (ფულის გათეთრება) ფაქტზე.
2013 წელს ძიება დაიწყო ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, ოთარ ფარცხალაძის ხელმძღვანელობის პერიოდში. საქმე ფაქტიურად გამოძიებულია, მაგრამ მსვლელობა რატომღაც აღარ მიეცა.
და მიუხედავად ამ ყველაფრისა, თურნავა მაინც დაინიშნა მინისტრად. მათი ერთობლივი საქმეების თანამონაწილე ბახტაძე კი, საერთოდ ქვეყნის პრემიერ- მინისტრი გახდა.

აი ამ ყველაფრით დაზარალდა საბოლოო ჯამში ტყიბული და მეშახტეები. რადგან ტყიბულის ნახშირის წარმოება პირდაპირ კავშირში უნდა ყოფილიყო სწორედ „თბილსრესის“ მუშაობასთან.
ადგილობრივ მოსახლეობას კი, გარდა იმისა, რომ საარსებო მინიმუმიც აღარ გააჩნია, „საქნახშირი“ და „ინდუსტრიული ჯგუფი“ არათუ მეშახტეების ელემენტარულ შრომით სტანდარტებს უზრუნველყოფს, ადამიანების უსაფრთხოებაა დღემდე დაუცველი.
ქალაქი კი, ყოველდღე იცლება მოსახლეობისგან და ათეულობით ტყიბელელი მეშახტე დღეს პოლონეთში და ჩეხეთში მუშაობენ, იქაურ მაღაროებში.

– დავით ჭიჭინაძე
პოლიტიკური მოძრაობა ტრიბუნა.

Related Posts

წესით მთელი „ქართული ოცნება“  უნდა იყოს  გამოკეტილი, მარტო თალაკვაძე კი არა
ვიდეო

წესით მთელი „ქართული ოცნება“ უნდა იყოს გამოკეტილი, მარტო თალაკვაძე კი არა

4 September, 2020
ივანიშვილს როგორც კი გაუჭირდება, სააკაშვილი…
ვიდეო

ივანიშვილს როგორც კი გაუჭირდება, სააკაშვილი…

4 September, 2020
უფასო ფულის მნიშვნელობა ყველაზე …
ვიდეო

უფასო ფულის მნიშვნელობა ყველაზე …

4 September, 2020
ჩემთან ადამიანები მოდიან და საუბრობენ ბანკზე…
ვიდეო

ჩემთან ადამიანები მოდიან და საუბრობენ ბანკზე…

4 September, 2020
ტრიბუნა იქნება ის ძალა, რომელიც ხალხს საბანკო …
ვიდეო

ტრიბუნა იქნება ის ძალა, რომელიც ხალხს საბანკო …

4 September, 2020
ვაშაძემ, კონკურენციას შეიძლება, ვერც გაუძლოს…
ვიდეო

ვაშაძემ, კონკურენციას შეიძლება, ვერც გაუძლოს…

4 September, 2020

პოლიტიკური მოძრაობა დავით ჭიჭინაძე - ტრიბუნა

პრეს-რელიზები

წესით მთელი „ქართული ოცნება“  უნდა იყოს  გამოკეტილი, მარტო თალაკვაძე კი არა
ვიდეო

წესით მთელი „ქართული ოცნება“ უნდა იყოს გამოკეტილი, მარტო თალაკვაძე კი არა

4 September, 2020
ივანიშვილს როგორც კი გაუჭირდება, სააკაშვილი…
ვიდეო

ივანიშვილს როგორც კი გაუჭირდება, სააკაშვილი…

4 September, 2020
უფასო ფულის მნიშვნელობა ყველაზე …
ვიდეო

უფასო ფულის მნიშვნელობა ყველაზე …

4 September, 2020
ჩემთან ადამიანები მოდიან და საუბრობენ ბანკზე…
ვიდეო

ჩემთან ადამიანები მოდიან და საუბრობენ ბანკზე…

4 September, 2020

პოლიტიკური მოძრაობა დავით ჭიჭინაძე - ტრიბუნა

შემოგვიერთდით:

ახალი ამბები

წესით მთელი „ქართული ოცნება“  უნდა იყოს  გამოკეტილი, მარტო თალაკვაძე კი არა

წესით მთელი „ქართული ოცნება“ უნდა იყოს გამოკეტილი, მარტო თალაკვაძე კი არა

4 September, 2020
ივანიშვილს როგორც კი გაუჭირდება, სააკაშვილი…

ივანიშვილს როგორც კი გაუჭირდება, სააკაშვილი…

4 September, 2020
უფასო ფულის მნიშვნელობა ყველაზე …

უფასო ფულის მნიშვნელობა ყველაზე …

4 September, 2020

ბოლოს დამატებული

  • წესით მთელი „ქართული ოცნება“ უნდა იყოს გამოკეტილი, მარტო თალაკვაძე კი არა
  • ივანიშვილს როგორც კი გაუჭირდება, სააკაშვილი…
  • უფასო ფულის მნიშვნელობა ყველაზე …
  • ჩემთან ადამიანები მოდიან და საუბრობენ ბანკზე…
  • ტრიბუნა იქნება ის ძალა, რომელიც ხალხს საბანკო …

ნავიგაციის მენიუ

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • პროგრამა
    • წესდება
    • სტრუქტურა
    • წევრები
    • ოფისები
  • მედია
    • ახალი ამბები
    • ვიდეო
    • პუბლიკაციები
    • ფოტო-გალერეა
  • კონტაქტი
  • კონფიდენციალურობა

პოლიტიკური მოძრაობა დავით ჭიჭინაძე - ტრიბუნა © 2019 Tribuna

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • პროგრამა
    • წესდება
    • სტრუქტურა
    • წევრები
    • ოფისები
  • მედია
    • ახალი ამბები
    • ვიდეო
    • პუბლიკაციები
    • ფოტო-გალერეა
  • კონტაქტი
  • კონფიდენციალურობა

პოლიტიკური მოძრაობა დავით ჭიჭინაძე - ტრიბუნა © 2019 Tribuna